მხარდაჭერის სახლის გუნდი შედგება სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისგან, რომლებიც უფროსი თაობის წარმომადგენლებს შინმოვლის მომსახურებას სთავაზობენ.
მოგეხსენებათ, ქოუჩინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ თავში პოულობს შესაძლებლობებს, რომ გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
ქოუჩინგი აღძრავს ადამიანში გაცნობიერებას, შიდა სიცხადეს და მოქმედების სურვილს. იგი აძლიერებს თვითშეგნებას, პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღების სიზუსტეს.
გახსოვდეთ, ასაკი განაჩენი არ არის და ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ უფლება იცხოვრონ ღირსეულად, იმედიანად და სრულფასოვნად.