მხარდაჭერის სახლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი თანამშრომლები ჯანსაღად და გაწონაასწორებულად ასრულებდნენ საკუთარ საქმიანობას.
სწორედ ამ მიზნით, დავგეგმეთ 10 სესიისაგან შემდგარი სტრესის დაძლევის კურსი ოთხივე მუნიციპალიტეტის მობილური შინმოვლის გუნდებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებს.
მხარდაჭერის სახლის მოწვევით საერთაშორისო ქოუჩმა გოჩა ხუნდაძემ დაიწყო შეხვედრების ციკლი შინმოვლის გუნდებთან, რომელიც ყოველკვირეულად გაგრძელდება.
მოგეხსენებათ, ქოუჩინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ თავში პოულობს შესაძლებლობებს, რომ გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
ქოუჩინგი აღძრავს ადამიანში გაცნობიერებას, შიდა სიცხადეს და მოქმედების სურვილს. იგი აძლიერებს თვითშეგნებას, პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღების სიზუსტეს.
ქოუჩინგის მიზანი არის ისეთი ხედვის აღმოჩენა, რომელიც ადამიანს აძლევს ძალას იცხოვროს საკუთარ ღირებულებებთან თანხვედრაში და იმოქმედოს საკუთარი ბუნების შესაბამისად.